რუსეთს Мир-ის სისტემისთვის ბარათების დასამზადებლად ჩიპები არ ყოფნის

გამოქვეყნდა:

რუსეთს Мир-ის სისტემისთვის ბარათების დასამზადებლად ჩიპები არ ყოფნის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ ქვეყანა ამ დილემის წინაშე დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ დადგა. 

ცნობილი ხდება, რომ ახლა რუსეთი ამ ჩიპებს ჩინეთში მოძიებას ცდილობს, სადაც წარმოება კორონავირუსის გავრცელების გამო ისედაც შემცირებულია. 

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ Mastercard-მა და Visa-მ რუსეთში მუშაობა შეაჩერეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 
რუსეთში გაცემული ბარათები არ მუშაობს რუსეთის გარეთ, რუსეთის ფარგლებს გარეთ გაცემული ბარათები კი არ მუშაობს რუსეთში. Visa-სა და Mastercard-ის შემდეგ, რუსეთში მუშაობა იაპონურმა საგადასახადო სისტემამ, JCB-მაც შეაჩერა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი