აშშ რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო რუსული Darknet-ის ბაზარსა და კრიპტოვალუტის ბირჟას სანქციებს უწესებს. უწყების ცნობით, ისინი ძირითადად მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მუშაობენ.

მნიშვნელოვანი გზავნილია კრიმინალებისთვის, რომ ვერ დაიმალებიან darknet-სა თუ მათ ფორუმში, - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.

ახალი სანქციებით ამერიკის მოქალაქეებს აეკრძალებათ მიიღონ ან განახორციელონ ნებისმიერი კონტრიბუცია ან მომსახურება Hydra-სა თუ Garantex-ზე.

ბლოკჩეინის მკვლევართა აზრით, 2019 წელს რუსული კრიპტო ბირჟების მიერ მიღებული ბიტკოინების დაახლოებით 86% Hydra-ს ეკუთვნის. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო Hydra-ს ​ ყველაზე დიდ და ცნობილ Darknet-ის ბაზრად აფასებს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო შეუერთდა იუსტიციის დეპარტამენტს, FBI-ს და გერმანიის ფედერალურ კრიმინალურ პოლიციას, რომელმაც განაცხადა, რომ Hydra-ს სერვერები გერმანიაში დახურეს და 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ამოიღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი