კიევის ოლქში, ქალაქ გოსტომელში 35-დღიანი ოკუპაციის განმავლობაში, სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ განაცხადა.
მისი თქმით, აქვთ დადასტურებული ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა ცხედრების მოძიება ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები კვალს შლიან.
"ჩვენ ვიცით ადამიანების შესახებ, რომ ისინი მოკლეს, არის ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა, თუმცა მაინც ვერ ვპოულობთ... გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო დახვრეტილი ავტომობილები, სადაც ადამიანები ესვენა, მათ შორის ბავშვი. ეს ცხედრები გაქრა", - ამბობს ტარას დუმენკო.