უკრაინაში მოწამლული 6-ვე ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ისინი კიევის ერთ-ერთ კლინიკაში რჩებიან.
ჯარისკაცებს საჭირო კვლევები უკვე ჩაუტარდათ და ახლა პასუხებს ელოდებიან. სწორედ კვლევის შედეგად გახდება ცნობილი, კონკრეტულად რა ნივთიერება გახდა მათთვის მომწამვლელი.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთას ნორმალურია, კარგად ვართ და ველოდებით კვლევების პასუხს. ექვსნი ვართ ჰოსპიტალიზებული. მოვიწამლეთ ერთი და იგივე ადგილზე, ერთ დროს. იმ ტერიტორიებზე, სადაც ვატარებდით წმენდას, საშინელი მდგომარეობაა - ბუჩაში, გოსტომელში, ირპენში. ყველგან, სადაც კი რუსმა ფეხი დადგა, ჩაიდინა პირდაპირი მნიშვნელობით ომის დანაშაული", - ამბობს ნადიმ ხმალაძე.
მას შემდეგ რაც კიევის ოლქში უკრაინის არმია შევიდა, გოსტომელში ქართველმა ჯარისკაცებმა, რუსი ოკუპანტების მიერ დატოვებული შეიარაღება და ქიმიურ ნივთიერებები აღმოაჩინეს, რამაც მათ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
ამავე თემაზე: