
ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ - 20 ივნისის სისხლიანი მოვლენები გუშინ დედაქალაქის მთავარ გამზირზე კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს დღე, რომლის დავიწყებასაც ხელისუფელბა ამ დრომდე ცდილობს. აქცია თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსულ ოკუპაციაზე და გაიხსენეს აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები.
ერთი წლის თავზე, ამდენი დაბრკოლების შემდეგ გამოსვლა ძალიან მოწესრიგებულად, ძალიან გუნდურად და შეხსენება იმის, რომ არ ვაპირებთ დანებებას, არის სამოქალაქო საზოგადოების გამარჯვება. არა ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე, მათ თავისი გასაჭირიც ეყოფათ, წაგებული აქვთ ყველაფერი. ყველა შემდეგი მთავრობისთვის გაგზავნილი მესიჯი იყო ეს, რომ არავის არასდროს ეს საზოგადოება არ აპატიებს ჩაგვრას, ძალადობას და უსამართლობას, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი.
მოქალაქეები პირბადეებით და დისტანციის დაცვით იდგნენ ქვეყნის ცენტრალურ ქუჩაზე.
"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ამ სლოგანით დასრულდა და აქციის მიწურულს რუსთაველზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.