ტკივილის, ღირსებისა და "ქართული ოცნების" სირცხვილის დღე - პოლიტიკოსების შეფასება 20 ივნისის აქციაზე

გამოქვეყნდა:

ტკივილის, ღირსებისა და "ქართული ოცნების" სირცხვილის დღე - გავრილოვის ღამე და 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ქვეყანაში არსებული ვითარებას ასე აფასებენ პოლიტიკოსები. 

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის თავზე ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ხელისუფლება ხალხის გაკოტრებას განაგრძობს და იცვლება საგარეო კურსიც. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ქართული საზოგადოება ოცნებას არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს. 

მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა, რომ ამ ხელისუფლების ნდობა არც ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება. ეს გაკვეთილი გამოიტანა მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში და კიდევ ძალიან მძიმე ისაა, რომ ერთი წელი გავიდა და აქ იგივე მოთხოვნებით ვდგავართ, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული საზოგადოების რწმენას ვერ შეარყევს ვერც გარე მტერი, რუსეთი და ვერც შიდა მტრები.   

ბრძოლა, ძალიან დიდი, წინ არის ჯერ კიდევ, ქვეყნის შიგნით, ეს არის არჩევნები, მშვიდობიანი და გარე მტერთან, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ თავისუფლება წაგვართვას, - აცხადებს იგი

პოლიტიკოსები მიიჩევენ, რომ ერთი წლის წინანდელი აქციის შედეგად "ოცნების" ხელისუფლებას ნიღაბი მოეხსნა და ყველამ კარგად დაინახა, რომ მათ რუსული ვექტორი უჭირავთ. 

სამწუხაროდ, ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ კვლავ არაერტი დაპირების არშესრულება, არაერთი ტყუილი, ამიტომ არის, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ დამშვიდდა. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნების შემდგომ ხელისუფლება შეიცვალოს, საზოგადოება დამშვიდდეს და ჩვენ წავიდეთ გაერთიანებისკენ და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, - აცხადებს "ლელოს" წარმომადგენელი ბადრი ჯაფარიძე. 

პოლიტიკოსთა თქმით, აუცილებელია, რომ ჩვენ ავაშენოთ რუსეთზე უკეთესი ქვეყანა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი სწორი გზა დასავლეთია.

საქართველოს ერთადერთი სწორი განვითარების გზა არის დასავლეთი და ნატო, ამიტომ ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ყველამ უნდა იცოდეს, რომ როგორც კი ისინი გადახრიანვ ექტორს და წაგვიყვანენ რუსეთის მიმართულებით, ასეთი პროტესტი დახვდებათ მათ, - ამბობს "გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური. 

მათი თქმით, ტრიბუნიდან გაჟღერებული გამონათქვამი, რომ 2020-ის არჩევნები იქნება არა უბრალოდ არჩევნები, არამედ რეფერენდუმი, სწორად ასახავს ქვეყანაში დღეს არებულ სიტუაციას.  

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი