
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს მანქანა შეეჯახა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე მოხდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი კი გარდაიცვალა.
სამართალდამცავები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.
ადგილობრივი მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა. Digi24 მძღოლის ვინაობასაც ავრცელებს.