შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებით უნდა დაეხმარონ და ამისთვის, ბიუჯეტიდან 300მლნ დოლარია გათვალისწინებული.
მისი თქმით, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწვდიან ყველა სახის იარაღს, რომელიც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300 მლნ დოლარი, უკრაინის უსაფრთხოებისთვის. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, მე რამდენჯერმე ვესაუბრე, ჩემს უკრაინელ კოლეგას, რეზნიკოვს, მათ შორის გუშინ და დავარწმუნე, რომ ჩვენ ამ ძალისხმევას გავაგრძელებთ. ჩვენ მივაწვდით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველა სახის იარაღს, რომელიც ეფექტური იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. " - ამბობს ლოიდ ოსტინი
იხილეთ ასევე: