ადეიშვილი და ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამების შემოდება - ოხანაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

პუტინის თავდასხმის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 ქვეყნის პარლამენტს მიმართა. მას ონლაინ გამოსვლა ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, G7-სა და ნატოს სხდომებზე. ზელენსკიმ ვირტუალურად ისაუბრა დოჰას ფორუმზეც და საკუთარი გზავნილები გააჟღერა  გრემის დაჯილდოებაზე. 
ამ ვრცელ ჩამონათვალში არაა საქართველო. ქართული ოცნება მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მოსმენაზე უარს ამბობს.

"წესი ეგეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა და ჩვენ შუამავალი თუ უნდა გვყავდეს ნაციონალური მოძრაობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა.
კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად ალბათ უკრაინაში.
ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა და როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკებათა მაგიდასთან, გასაკვირი შემდგომ, მათი რაღაცა ნაბიჯები და შემდგომ ჩვენი რეაქცია, ბევრისთვის არ უნდა იყოს. " ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი.

 ოპოზიციაში ამტკიცებენ რომ "ქართული ოცნების" უმრავლესობა რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ატარებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი