"გვინდოდა კეთილგანწყობის ჟესტი გაგვეკეთებინა" - პესკოვი რუსი სამხედროების გაყვანაზე

გამოქვეყნდა:

პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კიევის რეგიონიდან რუსული სამხედროების გაყვანას კეთილგანწყობის ჟესტი უწოდა.

მისი მტკიცებით, კრემლს სამხედრო ოპერაციის დასრულება მოლაპარაკების გზით სურს და დაინტერესებული არიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს.

"მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ჩვენ გვინდოდა კეთილგანწყობის ჟესტი გაგვეკეთებინა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ რეგიონი."- განაცხადა კრემლის სპიკერმა.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ოკუპანტებმა კიევის ოლქი დატოვეს. ისინი ამჟამად უკრაინის აღმოსავლეთით ჯგუფდებიან. ოკუპანტებმა გადამწვარ და განადგურებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს. ცხედრები უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქების გათავისუფლების შემდეგ აღმოაჩინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი