ოკუპანტებმა ხარკოვზე 30-მდე იერიში მიიტანეს, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის მიმართულებით - სინეგუბოვი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს ხარკოვზე 30-მდე დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

"ისევ ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე დაახლოებით 27 დარტყმა განახორციელეს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან. მტერს სურს ჩვენი დემორალიზება და აგრძელებს ქაოტურ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე", - წერს სინეგუბოვი ტელეგრამში.

მისივე თქმით, უკრაინის არმიას რეგიონში პოზიციები დაკავებული აქვს.

"ამჟამად აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის მიმართულებით. რუსები ცდილობენ გარღვევას, თუმცა ვერ ახერხებენ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან", - დაწერა ოლეგ სინეგუბოვმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება იზიუმის რეგიონში ევაკუაციისთვის შესაბამის ზომებს ატარებს და მოსახლეობას მოუწოდა, მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დროებით გადავიდნენ უსაფრთხო ადგილებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი