რომის პაპმა ბუჩადან გაგზავნილი უკრაინის დროშა აღმართა

გამოქვეყნდა:

რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, ტრადიციულ აუდიენციაზე ბუჩადან გამოგზავნილი უკრაინის დროშა აღმართა. პაპი, გმობს რუსულ სისასტიკეს,  მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ.

"უკრაინის ომის ბოლოდროინდელმა ამბებმა შვებისა და იმედის ნაცვლად ახალი სისასტიკე გამოავლინა. ეს არის ბუჩას ხოცვა-ჟლეტა. სისასტიკე, რომელიც სულ უფრო შემზარავი ხდება, თუნდაც მშვიდობიანი მოსახლეობის, დაუცველი ქალებისა და ბავშვების მიმართ. ესენი არიან მსხვერპლნი, რომელთა უდანაშაულო სისხლი ზეცას შესძახის და ევედრება: "შეაჩერეთ ეს ომი!" შეწყვიტეთ სიკვდილისა და განადგურების თესვა" - აცხადებს რომის პაპი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი