
ვლადიმერ ჟირინოვსკის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ამჯერად სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ავრცელებს. სწორედ მასზე დაყრდნობით წერს რუსული მედიაც, რომ LDPR -ის ლიდერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა.
"ვლადიმერ ვოლფოვიჩ ჟირინოვსკი გარდაიცვალა მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ", - თქვა ვოლოდინმა.
დუმის დეპუტატებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ჟირინოვსკის და შემდეგ შესვენებაზე გავიდნენ.
ჟირინოვსკის გარდაცვალებაზე ბოლო კვირებში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა შემდეგ ყველა მათგანს რუსეთში უარყოფდნენ.