რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ავტობუსი დაბომბეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტობუსი იზიუმიდან სლავიანსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობდა.
სამოქალაქო ტრანსპორტი მთლიანად განადგურებულია. დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამ დროისთვის ასევე არაფერია ცნობილი, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა დაბომბვის დროს ავტობუსში.