დონეცკში რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი არტილერიით დაბომბეს

დონეცკის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც მოქალაქეები ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგნენ.

წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტების საარტილერიო თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა ცეცხლნასროლი ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი