
კომოს ტბაზე, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმერ სალოვიოვის ვილის დაწვა სცადეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 6 აპრილის გამთენიისას მოხდა. მედია კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, ვილაში დაყრილი საბურავები.
აღნიშნული ვილა ერთ-ერთია პროპაგანდისტის სამი უძრავი ქონებიდან, რომელსაც ის კომოს ტბაზე ფლობს და სანქციების შემდეგ ჩამოერთვა. მომხდარს კარაბინიერები იძიებენ.
ცეცხლი ადგილზე სავარაუდოდ ადგილობრივებმა შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს, რომელმაც ის მალევე ჩააქრო.