ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკზე ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს. ქალაქის ძველი უბნების საარტილერიო დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა 10 მაღალსართულიან კორპუსს, სავაჭრო ცენტრსა და ავტოფარეხებს. უცნობია ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.