"უკრაინის დაზვერვის ბრალდებები სერიოზულია... მნიშვნელოვანია ინფორმაცია ორივე მხარემ გაცვალოს" | ჰარცელი

გამოქვეყნდა:

"უკრაინის დაზვერვის ბრალდებები სერიოზულია... მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გაცვალოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საუბრობს. 

უკრაინის დაზვერვის ბრალდებები სერიოზულია და სერიოზულ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთდება მკაფიო განცხადებები, რომ საფრთხე არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გაცვალოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ სანქციების ზეგავლენა გაგრძელდება. ახლა ევროკავშირის მხრიდან მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების მე-5 პაკეტთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინებს ისეთი პარტნიორებისგან, როგორიც საქართველოა, ეს არის სოლიდარობა უკრაინასთან და უკრაინის მოსახლეობასთან დაკავშირებით. ეს ეხება საჭირო ზომების მიღებას რუსეთის იზოლაციის მიზნით. ძალიან მსურს, არ ვიხილო რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს, - ამბობს ჰარცელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი