"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და რეაბილიტაციისთვის უცხოეთში დროზეა გადასაყვანი" | კობა ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავჯდომარემ კობა ნაყოფიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში პუტინის ომზეც ისაუბრა. ნაყოფია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სჯერა, რომ ამ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა და ის დროზე არის გადასაყვანი რეაბილიტაციისთვის სათანადო დაწესებულებაში უცხოეთში. სრული პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების ხელისუფლებას. ის ძალიან იმედოვნებს და არ უნდა დაიჯეროს, რომ ის, რაც უკრაინულმა მხარემ გუშინ განაცხადა კონტრაბანდულ იარაღთან თუ ნაწილებთან დაკავშირებით, რომ ასე იყო, თუმცა თუ ეს ასეა, ნამდვილად ეს ძალიან მძიმე ამბავი შეიძლება იყოს. მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს, - ამბობს კობა ნაყოფია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი