5 ათასზე მეტ საქმეს, სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე მიენიჭა - ვენედიქტოვა ბუჩადან

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურორი დღეს ბუჩაში ჩავიდა  და იქიდან ისაუბრა რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე. ირინა ვენედიქტოვამ პროცედურულად განმარტა სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაციები:

"დღეს სახეზე გვაქვს რუსული სამხედრო დანაშაულის ათასობით ფაქტი. 5 ათასზე მეტს ასეთი კვალიფიკაცია უკვე მიენიჭა. ყველამ უნდა გავიგოთ, რომ მსგავს მძიმე ვითარებაში სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგ მოდის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, შემდეგ აგრესიისა და გენოციდის კვალიფიკაცია. ყველა ამ დანაშაულს ვიძიებთ და დეტალებს ვსწავლობთ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო გამომძიებლები ჩამოვლენ. ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამოძიება. დღეს რუსეთის წინააღმდეგ მსგავს გამოძიებას კიდევ 10 ქვეყანა აწარმოებს. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთი აქ უკრაინის გასანადგურებლად ჩამოვიდა, თუმცა ამას ფაქტებითა და მტკიცებულებებით გავაჯერებთ" თქვა ვენედიქტოვამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი