შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას დიდი ოცეულის შეხვედრებში, რომლებშიც რუსეთი მონაწილეობს, - განაცხადა ოთხშაბათს აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა და მე ნამდვილად ვეთანხმები მას, რომ რუსეთისთვის ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ამბავი არცერთ ფინანსურ ინსტიტუტში. პრეზიდენტმა, თქვა რომ რუსეთი გაერიცხათ G20-დან და მე ნათლად ვუთხარი ჩემს კოლეგებს ინდონეზიაში, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას რიგ შეხვედრებში, თუ რუსები იქ იქნებიან“ - თქვა იელენმა.
ბაიდენმა გასულ თვეში ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთი უნდა განდევნონ G20-დან, მაგრამ სხვა წევრებს შორის უნდა იყოს შეთანხმება ამ ნაბიჯის გადასადგმელად. G20-ის ლიდერების შემდეგი სამიტი ნოემბერშია ჩანიშნული ინდონეზიაში.