უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, ოკუპანტები იტაცებენ სამოქალაქო პირებს იმისთვის, რომ შემდეგ ისინი სამხედრო ტყვეებად გაასაღონ. ლუდმილა დენისოვას თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ კიევის ოლქიდან უკან დახევისას, რუსებმა უკრაინელი კაცები გაიტაცეს, რომლებსაც რუსულ მედიაში, სამხედრო ფორმაში გადაცმულებს, აიძულებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებში მიიღონ მონაწილეობა.
ერთ-ერთ ასეთი ვიდეოდან უკრაინელი კაცი დენისოვას თქმით, მისმა ახლობლებმა ამოიცნეს.
გარდა ამისა, მისი თქმით, გუშინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია მარიუპოლიდან 93 "უკრაინელი დეზერტირის" სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმლით გაიქცნენ. დენისოვას თქმით, ეს შეიძლება მიუთითებდეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ სიკვდილით დასჯაზე.
„რუსეთის ფედერაციის ასეთი ქმედებები არის ომის დანაშაულები და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მე-7 და მე-8 მუხლებით და პირდაპირ არღვევს ჟენევის კონვენციის მე-3 და 34-ე მუხლებს, რომელიც ეხება სამოქალაქო პირთა დროულად დაცვას. ომის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-9 და 21-ე მუხლები და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი" ამბობს დენისოვა და გაეროს მოუწოდებს, გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები უკრაინაში, რუსეთის მხრიდან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. მტერმა ჯერ იერიში მიიტანა სამხედრო ობიექტებზე, შემდეგ კი შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბა კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ჩერნიგოვი, სუმი, მიკოლაევი, ჟიტომირი, ვინიცა და ლვოვი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპონენტებმა გაიტაცეს უკრაინის ქალაქების მერები. მარტის ბოლოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზოგიერთი გატაცებული თანამდებობის პირი გარდაცვლილი იპოვეს და სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.