
რუსეთის სახელმწიფო დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც გენერალურ პროკურატურას მედიასაშუალების დახურვის შესაძლებლობას მისცემს.
გამოცემა "მედუზას" ცნობით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გეპროკურატურას ექნება უფლება, როსკომნადზორისგან უკან გაიწვიოს იმ მედიასაშუალების ლიცენზია, რომელიც "შეიარაღებული ძალების შესახებ "ფეიკ-ინფორმაციას" გაავრცელებს".
ამჟამად მოქმედი კანონით, მედიასაშუალების დახურვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.