
ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელს რუსეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. დევიდ სმიტს ბრალად ედება 7 დანაშაული - ინფორმაციის შეგროვება რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნის მიზნით.
სმიტი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, მისი ექსტრადაცია გერმანიიდან ბრიტანეთში 6 აპრილს მოხდა, 7 აპრილს კი მისი სასამართლო გაიმართება. როგორც გამოცემა BBC წერს, სავარაუდო დანაშაული 2020-2021 წლის ოქტომბერსა და აგვისტოშია ჩადენილი.
გამოძიებას მისი კონტრტერორისტული სამხედრო ოლქი ხელმძღვანელობდა.