პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა დასრულდა. საკონსტიტუციო ცვლილებები 136 ხმით 5 ხმის წინააღმდეგ მიიღეს.
სხდომათა დარბაზში განხილვას 142 დეპუტატი ესწრებოდა. მოთხოვნილი იყო მაღალი კონსტიტუციური კვორუმი.
განხილვებში არ მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობა", პარტიამ არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.