ჯერ არაფერია ცნობილი 28 წლის გიორგი ქუჯოშვილზე, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

ამ დრომდე არაფერია ცნობილი 28 წლის გიორგი ქუჯოშვილზე, რომელიც ოკუპანტებმა სოფელ აძვისთან გაიტაცეს. ოჯახთან კომუნიკაცია არავის ჰქონია, შესაბამისად ისევ გაურკვეველია რას ედავებიან ახალგაზრდა კაცს.

მის მსგავსად, გამოგონილი ბრალდებებით ცხინვალის იზოლატორში კიდევ 7 მოქალაქე იმყოფება, მათგან 2 ყოფილი სამხედროა.

"რომ წავიდა მე ვერც გავიგე, როდის წავიდა არ ვიცი. [...] მეთვითონ გავარკვიე რომ წაყვანილი იყო, 28 წლისაა, თბილისში მუშაობდა", - ამბობს გივი ქუჯოშვილი, გატაცებულის ძმა.

ტყვეების უპირობო გათავისუფლებას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ერგნეთის შეხვედრაზე მოითხოვს, რომელიც სავარაუდოდ, 12 აპრილს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი