რუსმა ოკუპანტებმა ბალაკლიაში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაზე მორიგი იერიში მიიტანეს და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა, რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელობით, მომხდარზე წინასწარი გამოძიება დაიწყეს. 

"გამოძიების თანახმად, 2022 წლის 6 აპრილს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა ბალაკლიაში საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. შედეგად, დაიღუპა სამი ადამიანი. სახლების ნაწილი განადგურდა", - აცხადებენ ხარკოვის საოლქო პროკურატურაში.

ცნობისთვის, ეს რუსი ოკუპანტების მხრიდან ბალაკლიაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, 2 აპრილს, აგრესორებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქის საავადმყოფოს, როდესაც იქ პაციენტები და პერსონალი იმყოფებოდნენ. აფეთქების შედეგად შენობა დაზიანდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, 3 აპრილს, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებითაც საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტების ევაკუაცია ხორციელდებოდა. დაიღუპა ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი