უკრაინა ✊18 900 ჯარისკაცი, 698 ტანკი, 1 891 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინაშიგამოქვეყნდა: ხუთშაბათი, 7 აპრილი, 2022 - 12:13
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდს. სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 18 900; ტანკი - 698; ჯავშანტექნიკა - 1 891; საარტილერიო სისტემა - 332; სარაკეტო სისტემა - 108; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 55; თვითმფრინავები - 150; ვერტმფრენი - 135; სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 358; გემი/ნავი/კატარღა - 7; საწვავის რეზერვუარი - 76; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 111; სპეციალური აღჭურვილობა - 25; გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.