"რუსები ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, რაც მარიუპოლიდან დარჩა" | აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე

გამოქვეყნდა:

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი მარიუპოლში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ყველაფერს ანადაგურებენ, რაც ქალაქისგან დარჩა. 

მისი თქმით, აგრესორები კვლავ იყენებენ ე.წ. ფოსფორის ბომბებს, რომლის დასახლებულ პუნქტებში გამოყენებაც გაეროს კონვენციით იკრძალება, მაშინაც კი, თუ იქ სამხედრო ობიექტია განთავსებული.

"წარმოუდგენელია ის სისასტიკე, რაც რუსებმა მარიუპოლში ჩაიდინეს, გარდა იმ ბომბებისა და რაკეტებისა, რაც ქალაქში ჩამოყარეს გამოიყენეს ფოსფორული რაკეტებიც. არ ვიცი, ამ მახინჯებს რა სურვილი ამოძრავებთ, თუმცა ყველას და ყველაფერს ანადგურებენ, რაც მარიუპოლიდან დარჩა. დღეს ჩვენ იარაღის საცავი და ორი ტანკი გავანადგურეთ. მარიუპოლისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ", - ამბობს სვიატოსლავ პალამარი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი მარიუპოლი უკვე 1 თვეა, რუსი ოკუპანტების ალყაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი