რუსმა აგრესორებმა მარიუპოლის №4 საავადმყოფოდან სამედიცინო პერსონალი და პაციენტები ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ქალაქის საკრებულო ცნობით, ისინი აგრესორებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაასახლეს.
"ცნობილია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეიარაღებული პირები მივიდნენ. მათ თქვეს, რომ ექიმები და პაციენტები გარეთ უნდა გასულიყვნენ და ოკუპანტების მანქანებში ჩამსხდარიყვნენ. დაუძლურებული და შეშინებული ხალხი იძულებული გახდა, რუსი ტეროტრისტების ბრძანება შეესრულებინათ. რა ბედი ეწევა მათ, უცნობია", - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, იქმნება უკანონოდ დეპორტირებულთა ერთიანი ბაზა, რათა მარიუპოლის ყველა მცხოვრები უკრაინაში დაბრუნდეს.
"ოკუპანტებმა უკვე მარიუპოლის სულ მცირე 40 000 ადამიანის უკანონო დეპორტაცია მოახდინეს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ეფექტური მექანიზმი ამ ხალხის დასაბრუნებლად", - აცხადებენ საკრებულოში.