ხერსონის ოლქში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტების საარტილერიო დანაყოფი გაანადგურეს. ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის ემზადებოდნენ.
"ხერსონის ოლქში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს ოკუპანტების საარტილერიო დანაყოფი, რომელიც მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვისათვის ემზადებოდა", - წერია განცხადებაში.