"ნებით თუ არ გინდა ჩვენი გაცნობა, ძალით გაგაცნობთ თავსო" - რუსმა სამხედროებმა 20 წლის ბელარუსი გოგონა გააუპატიურეს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ქალაქ მოზირში, რომელიც ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, ოკუპანტებმა 20 წლის ბელარუსელი გოგონა გააუპატიურეს. ამის შესახებ თავად მსხვერპლმა ჩაწერა ვიდეომიმართვა და გაავრცელა. კადრში გოგონა არ ჩანს, თუმცა დეტალურად იხსენებს ოკუპანტების ძალადობას, რომელიც იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა სახლში ბრუნდებოდა:

"ჩემ გვერდით სამხედრო მანქანა გაჩერდა. მათ ჯერ მითხრეს, გავიცნოთ ერთმანეთიო- მე ვუთხარი არ მინდა და არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი მეთქი. უცბად თმებში წამავლეს ხელი, მანქანაში შემათრიეს და მითხრეს, ხმას თუ ამოიღებ მოგკლავთო. თავი დამახრევინეს და მთელი გზა ასე ვიყავი, ვტიროდი და ვეხვეწებოდი გამიშვით მეთქი, ისინი კი იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნებით თუ არ გინდა ჩვენი გაცნობა, ძალით გაგაცნობთ თავსო. ყველას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. მათ გამაუპატიურეს . ძალიან ცუდად ვარ" ამბობს 20 წლის გოგონა ვიდეომიმართვაში

მისივე თქმით, ამის შემდეგ გადმოაგდეს მანქანიდან და წაიღეს მისი ბიჟუტერია და 35 რუბლი.

20 წლის ახალგაზრდას მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ შეუტყობინებია, რადგან რუსი სამხედროების ეშინია.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი