მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ უტარდება საჭირო სამედიცინო პროცედურები - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში, მესამე პრეზიდენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს კიდევ უფრო უარესდება იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილს შესაბამისი სამკურნალო პროცედურები არ უტარდება.

მესამე პრეზიდენტთან საუბრის მთავარი თემა, უკრაინის ომი და რუსული აგრესია იყო : 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შერყეული, მას პრაქტიკულად არ უტარდება არანაირი მისთვის აუცილებელი საჭირო სამედიცინო პროცედურები, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეესაბამება, მაგრამ მორალურად არის ძალიან მხნედ. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე, აქვს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ხედვები. ყოველი დღე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებს საპატიმრო დაწესებულებაში არის დანაშაული, როგორც საქართველოს წინაშე, ასევე უკრაინის წინაშე. ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, მიხელ სააკაშვილს შეუძლია ძალიან დიდ როლის თამაში და ძალიან დიდი წვლილის შეტანა", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი