აშშ-ის სენატმა, ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსს, უკრაინაში წარმოებული ომის გამო, პრიორიტეტული სავაჭრო პარტნიორის სტატუსს უხსნის.
კონგრესის ზედა პალატის 100 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ასივე სენატორმა, რომლებმაც შეთავაზებულ ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაიგზავნება კონგრესის ქვედა პალატაში და წარმომადგენელთა პალატის წევრები მას კენჭს დღეს, მოგვიანებით უყრიან, რის შემდეგაც კანონპროექტი თეთრ სახლში გადაინაცვლებს და მას კანონად ჯო ბაიდენის ხელმოწერა აქცევს.
კონგრესის ქვედა პალატამ აღნიშნული კანონმდებლობა გასულ თვეში მიიღო, მაგრამ ის სენატში გაჩერდა, რადგან დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ვერ მიიღწა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.