"განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას გაუწიონ" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მოსკოვის წინააღმდეგ და უკრაინის დასახმარებლად დაგეგმილ ერთობლივ ძალიხსმევებზე. 

ენტონი ბლიკენმა, საკუთარ სიტყვაში საქართველო ახსენა და თქვა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას განხილვის თემა საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გაწევა იყო.

„ჩვენ განვიხილეთ დამატებითი მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ გაუწიონ პარტნიორებს, როგორიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა და საქართველო, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან რუსული აგრესიის, კიბერთავდასხმებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბროლაში.“ - თქვა ენტონი ბლინკენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი