"კომუნიკაცია მქონდა" | როდის ესაუბრა აბაშიძე კარასინს - ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და პირველი კომენტარი პუტინის ომის დაწყების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"თუ ასე წავიდა საქმე, შეიძლება მთელი სამყარო შავ ხვრელში გაუჩინარდეს" - უკრაინაში პუტინის ომის დაწყებისა და სამხედრო დაზვერვის სკანდალური განცხადების შემდეგ, პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პირველი განცხადება გააკეთა.

ზურაბ აბაშიძეს, მედიასთან ინტერვიუს მიმდინარეობისას თავისივე განცხადების შეცვლა მოუწია. ჯერ თქვა, რომ გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია 3 კვირის წინ ჰქონდა და საკითხი ლარსის საბაჟოზე ტვირთების გატარებას უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ეს საუბარი თებერვლის დასაწყისში, ომამდე შედგა.

უკრაინის სამხედროს დაზვერვის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა და "ოცნების" ხელისუფლების გზავნილი გაიმეორა, რომ ოფიციალურმა კიევმა მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი