
"არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე იყოს დამოკიდებული" - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი Twitter-ზე წერს.
"ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია გეგმა, მივიღოთ 8 ახალი ბირთვული რეაქტორი, რაც წელიწადში ერთის ექვივალენტია და მილიონობით სახლს აწვდის სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ბირთვულ ენერგიას" - წერს ჯონსონი.