მოსკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის შეჩერების შესახებ "უკანონო" და "პოლიტიკურად მოტივირებული" იყო - ამის შესახებ ინფორმაცის BBC ავრცელებს.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა Sky News-ს განუცხადა, რომ რუსეთი წუხს ამ გადაწყვეტილების გამო და გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას „ყველა შესაძლო სამართლებრივი ხერხის გამოყენებით“.
Reuters - ის ცნობით, კენჭისყრის შემდეგ გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ გენადი კუზმინმა თქვა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა საერთოდ დატოვოს ადამიანის უფლებათა საბჭო.
იხილეთ ასევე: