"სანქციები პირდაპირ კავშირშია რუსეთის სამხედრო ინტერვენციის რისკთან" | კობახიძე 

გამოქვეყნდა:

"სანქციებს რაც შეეხება, ეს არის ეკონომიკური თემა, ყველა თავის შესაძლებლობების ფარგლებში ზღუდავს მეტად ან ნაკლებად , მაგრამ არავინ სრულად. ჩვენ ვთქვით ცალსახად, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ დავაწესებდით 2 მიზეზი გამო: ერთი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს, რა თქმა უნდა, სანქციები არის ამასთან პირდაპირ კავშირში და მეორე ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამის მყისიერი ჩაჭრას ექნება უმძიმესი შედეგები, იგივე ენერგეტიკულ სფეროში და ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ან რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე... ჩვენს გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა, შესაბამისად ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს"

- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი