"ერთ რუსულ ტანკზე უკრაინა 90 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას ფლობს" | ჯენ ფსაკი 

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა მომავალში უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

ფსაკიმ თქვა, რომ ყველა რუსული ტანკისთვის უკრაინაში შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო ან ემზადება მიაწოდოს ათი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს მოკავშირეების წვლილს, მაშინ დასავლური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების თანაფარდობა უკრაინაში რუსულ ტანკებთან იქნება 90:1.

"უკრაინის ლიდერები გვეუბნებიან, რა სისტემები სჭირდებათ. ხშირად ისინი გვაწვდიან სიებს. ჩვენ ამ სიებს ვამოწმებთ, რათა გავიგოთ, რა შეგვიძლია მივაწოდოთ. ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათი მოთხოვნების უმრავლესობას", - თქვა ჯენ ფსაკიმ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი