ოკუპანტებმა ავტობუსები და სატვირთოები გაიტაცეს, რომლებსაც მელიტოპოლში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ავტობუსები და სატვირთო ავტომობილები გაიტაცეს, რომლებსაც დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდათ. ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფიოდოროვი ავრცელებს. 

მისი თქმით, აგრესორებმა კოლონა ქალაქში არ შეუშვეს, მძღოლებს დაემუქრნენ და ავტომანქანები წაიყვანეს. აღნიშნულის გამო, ოკუპირებული ქალაქის მცხოვრებლები მედიკამენტებისა და პროდუქტების გარეშე დარჩნენ.

"რუსი ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებებისა და კაცობრიობის ყველა არსებულ ნორმას. ჟენევის კონვენციის მიხედვით, ჰუმანიტარული დერეფნების გარანტორი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია. ორგანიზაციამ ორივე მხარისგან მიიღო წერილობით გარანტიები ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის შესახებ. რუსეთმა დაარწმუნა ისინი მხოლოდ ფურცელზე, თუმცა როგორც ხედავთ, მან არ შეასრულა თავისი ვალდებულება", - წერს ივან ფიოდოროვი Facbook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი