კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან ოკუპანტები განვდევნეთ, თუმცა ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა არმიამ კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქები რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მან რუსეთის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მტერი ახლა ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილების ხელში ჩაგდებას ცდილობს, ამ მიზნის მისაღწევად კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო იერიშების მიტანას აგრძელებს.

"ომის ეს ეტაპი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. მტრის გეგმები ჩაფლავდა. რუსი ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან განდევნილია, თუმცა ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მტერი ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილები ხელში ჩაიგდოს. აგრძელებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო იერიშების მიტანას. აუცილებელია, მედგრად დავდგეთ. იმ ტერიტორიებს, რომლებიც გათავისუფლებულია, ეტაპობრივად აღვადგენთ. შევეცდებით, მოქალაქეები სახლებში ეტაპობრივად დავაბრუნოთ", - თქვა დენის შმიგალმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი