უკრაინაში მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოქვეყნდა:

ქართველი მებრძოლები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, ოკუპანტების მიერ დატოვებული ქიმიური ნივთიერებისგან მოიწამლნენ, ისევ ჰოსპიტალში რჩებიან, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძე აღნიშნა, დღეს ბოლო კვლევა ჩაუტარდა და ექიმებმა უთხრეს, რომ სრულიად ჯანმრთელია. 

"​გამოვჯანმრთელდი სრულიად. დღეს ბოლო კვლევა ჩამიტარეს და მითხრეს, რომ ჯანმრთელი ხარო. რაც შეეხება სხვა ბიჭებს, ყველანი კარგად არიან", - თქვა ხმალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთში საარტილერიო შეტევებს ახორციელებენ.

"აღმოსავლეთში დაიწყო მასიური დაბომბვა რუსულმა არტილერიამ. წარმატებები უკრაინულ არმიასაც აქვს. განახლდა კონტრშეტევები, როგორც ვიცი", - თქვა ნადიმ ხმალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი