ტერაქტი თელ-ავივში | 1 ტერორისტი ლიკვიდირებულია, 2 დააკავეს

გამოქვეყნდა:

1 ტერორისტი ლიკვიდირებულია, 2 დააკავეს - თელ-ავივში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სამართალდამცველების სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

სამმა ტერორისტმა ცეცხლი ყველაზე ხალხმრავალ ადგილას გუშინ საღამოს გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მოსახლეობაში. დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 15-მდე ადამიანი. ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი მალევე დააკავეს, ერთი კი გაიქცა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ მისი ლიკვიდირება შეძლეს.

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე "მთავარ არხს" უყვება, რომ ძებნილის დაკავებამდე, მოქალაქეებს უსაფრთხოების მიზნით შენობების დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი