ბუჩაში ოკუპანტების თავდასხმას გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე რუსების სისასტიკეს იხსენებს. ის ყვება, როგორ მოუკლეს აგრესორებმა დედა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ასევე, უწყების სპიკერს, მარია ზახაროვას მიმართავს:
"მინდა ეს ყველა რუსმა მოისმინოს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დღემდე არ სჯერა, თუ რა სისასტიკეს სჩადის პუტინი უკრაინაში. ეს ჩემს თვალწინ მოხდა: სახლში ვბრუნდებოდით მე, დედა და მამა. გასროლის ხმა გავიგე და დავინახე, დედა როგორ დაეცა. ყურიდან სისხლი წამომივიდა. მამამ მითხრა, რომ დედას ამოვფარებოდი, დედა იწვა და არ მოძრაობდა. ვეძახდი და ხმას არ მცემდა. როდესაც წამოვდექი, სახე და თავი მთლიანად სისხლში ჰქონდა. მინდა ვკითხო ლავროვს, ზახაროვას, რომლებიც ამბობენ, რომ ბუჩაში რაც ხდება სიყალბე და ინსცენირებაა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩამხედეთ თვალებში და მითხარით, სად არის დედაჩემი?!", - ამბობს ტატიანა სიჩკარი.