ქართველი ექიმები, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილი, უკრაინაში კოლეგებს ეხმარებიან

გამოქვეყნდა:

ივანო-ფრანკოვსკის ოლქში უკრაინელ კოლეგებს 9 ქართველი ექიმი, მათ შორის ვაჟა გაფრინდაშვილი ეხმარება. 

გაფრინდაშვილი ერთ-ერთ საავადმყოფოში რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულ უკრაინელებს მკურნალობს.

ქართველი ექიმები უკრაინელ სამხედროებს ასევე ასწავლიან როგორ უნდა აღმოუჩინონ დაშვებულს პირველადი სამედიცინო დახმარება. ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ახლა ყველაზე მთავარი მორალური მხარდაჭერაა.

"მათთვის ალბათ ძნელი გადასატანია, რომ შეიძლება საქართველომ ასეთი საქციელი ჩაიდინოს უკრაინის მიმართ. რა თქმა უნდა, ისინი არ ელოდებიან საქართველოსგან, რომ ატომურ იარაღს ჩვენ მივცემთ, არ გვაქვს, არც თვითმფრინავი გვაქვს, რომ მივცეთ, მაგრამ ელოდებიან მთავრობისგან და ხელისუფლებისგან მორალურ მხარდაჭერას მაინც", - თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი