ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - საკონსტიტუციო ცვლილებებს სამოქალაქო სექტორი ეხმაურება

გამოქვეყნდა:

დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრას სამოქალაქო სექტორში გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ "ქართული ოცნება" 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს.

მივესალმებით, ბუნებრივია, პირველი მოსმენით ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმისათვის რომ, ქვეყანაში უფრო სამართლიანი და გაუმჯობესებული საარჩევნო სისტემა გვქონდეს, - ამბობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ხაზს უსვამენ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების აუცილებლობას. 

ეს იქნება წინაპირობა, რომ არჩევნები ჩატარდეს შედარებით მშვიდ გარემოში, ნაკლებად პოლარიზებული იყოს წინასაარჩევნო პერიოდი და რაც ყველაზე მთავარია, პრობლემები არ შექმნას თავად არჩევნების ლეგიტიმურობის კუთხით, - განმარტავენ მესამე სექტორში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი