
რუსმა აგრესორებმა გასულ ღამეს ხარკოვსა და მის შემოგარენზე 48 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არტილერიით, ნაღმმტყორცნებით, ტანკებითა და სარაკეტო სისტემებით დაახლოებით 48 დარტყმა განახორციელეს ქალაქის ცენტრზე, სალტივკას, პიატიხატოკის, ოლექსიევკას, დერგაჩის რაიონებზე. დაშავებულია 15 ადამიანი", - ამბობს სინეგუბოვი.
მისივე ცნობით, ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანდა გაზსადენი. სამაშველო ეკიპაჟები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.