ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი გაიდაი ლუგანსკსა და დონბასში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს სისტემატურად ბომბავენ, ცდილობენ გზა გაათავისუფლონ, რადგან სირთულეების ეშინიათ და გამტარი გზის გახსნა უნდათ.
"ვგრძნობთ, რომ რუსეთმა დონბასში დიდი ომისთვის მზადება დაასრულა. ეს აქ ჩვენთან, ლუგანსკისა და დონბასის ოლქებში გაიმართება, მთელი დღე ამ ოლქების შემოგარენში სროლები იყო, მხოლოდ გვიან ღამით შეწყდა, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ჯარს დანაკარგი არ აქვს, მაგრამ მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს, აყენებენ მაგრამ ეს ჯერ დასასრული არ არის, წინ რთული ეტაპები გველოდება. უბრალოდ ვერ გეტყვით, რა ხდება ქალაქებში, მტერი დასახლებულ პუნქტებს სისტემატურად ბომბავს, ცდილობენ გზა გაათავისუფლონ, იმიტომ რომ სირთულეების ეშინიათ. მათ ლუგანსკი და ლუგანსკის ოლქი არაფერში სჭირდებათ, უბრალოდ დერეფნის მოწყობა სურთ, გამტარი გზის გახსნა უნდათ. აქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე ფეხებზე ჰკიდიათ", - ამბობს სერგეი გაიდაი