
ლიეტუვა შეშფოთებას გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, ევროკავშირის, ნატოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, თავი აარიდოს ყოველგვარ ნაბიჯს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთისა და ბელორუსიის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლას - ვკითხულობთ ლიეტუვას სეიმის საგარეო კომიტეტის განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია კრემლის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ზეწოლა საქართველოზე;
სეიმის საგარეო კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხელი შეუწყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის